Tuesday, July 10, 2018

დღე V
ტრენინგის  მეხუთე დღეს ვიმუშავეთ მესამე და მეხუთე მოდულზე. განვიხილეტ უკუკავშირის მიცემის მეთოდებზე, უკუკავშირი უნდა იწყებოდეს დადებითი კომენტარებით.(მესამე მოდული). სასურველია, იწყებოდეს: მომწონს,რომ....
 ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. გავიგეთ, რომ მხოლოდ იდეა არ არის დაცული, მოსწავლეები და მასწავლებლები სარგებლობენ ,, მასალები ლეგიტიმური გამოყენების "შესახებ მუხლით. იმ შემთხვევაში, თუ გამოვიყენებთ კრიტიკისთვის, კვლევისთვის, სტიპენდიისთვის, თანაც უნდა იყოს არაუმეტეს 10% -ისა. ვისწავლეთ კოპირაიტსის ნიშნის გამოყენება. ასევე გამოყენებული წყაროს მოძებნა, დაკოპირება: შევდივართ სურათში, ვინახავთ, შემდეგ ვაკოპირებთ მისამართს და ვიწერთ სასურველ ფაილში.შევქმენით მოსწავლის ნაშრომი და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. დიდი მადლობა ქალბატონ მანანას.

No comments:

Post a Comment