Wednesday, July 18, 2018

დღე IX
მეცხრე, ბოლო დღეს ჩვენს პროექტებს მივეცით საბოლოო სახე. შევავსეთ პროექტის გეგმები.განვიხილეთ მერვე მოდული, გავიმეორეთ ძირითადი საკითხები მთელი ტრენინგის კურსიდან . მოვისმინეთ ყველა მონაწილის პროექტის პრეზენტაცია..ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა ქალბატონ მანანა კვინიკაძეს.

Tuesday, July 17, 2018

დღე VIII
ტრენინგის მერვე დღეს განვიხილეთ ჩვენი პროექტის პროცედურები, ვიმუშავეთ მეშვიდე მოდულზე.ფასილიტაციისთვის შევქმენით გუგლკითხვარი და ბლოგზე დავამატეთ კითხვარის გვერდი, მადლობა ქალბატონ მანანას!

Saturday, July 14, 2018

დღე VII
მეშვიდე დღეს განვიხილეთ გარდნერის თეორიები. მოსწავლეთა დიფერენცირება ინტელექტის სახეების მიხედვით და მათი ამოცნობის მეთოდები.შევადგინეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე.. განვიხილეთ ხარაჩოების სახეები. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება.

Thursday, July 12, 2018

დღე VI
მეექვსე დღეს განვიხილეთ მეხუთე მოდულში მოცემული განმავითარებელი შეფასების დაგეგმვა. შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, რომელშიც გავითვალისწინეთ: შინაარსის ცოდნა, დამაჯერებლობა, გრაფიკული გამოსახულება და დიზაინი, ტექნიკური ასპექტები, ჯგუფურ მუშაობაში შეტანილი წვლილი.
ასევე განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ პროცედურების შედგენისას.
დღე იყო რთული და საინტერესო.

Tuesday, July 10, 2018

დღე V
ტრენინგის  მეხუთე დღეს ვიმუშავეთ მესამე და მეხუთე მოდულზე. განვიხილეტ უკუკავშირის მიცემის მეთოდებზე, უკუკავშირი უნდა იწყებოდეს დადებითი კომენტარებით.(მესამე მოდული). სასურველია, იწყებოდეს: მომწონს,რომ....
 ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. გავიგეთ, რომ მხოლოდ იდეა არ არის დაცული, მოსწავლეები და მასწავლებლები სარგებლობენ ,, მასალები ლეგიტიმური გამოყენების "შესახებ მუხლით. იმ შემთხვევაში, თუ გამოვიყენებთ კრიტიკისთვის, კვლევისთვის, სტიპენდიისთვის, თანაც უნდა იყოს არაუმეტეს 10% -ისა. ვისწავლეთ კოპირაიტსის ნიშნის გამოყენება. ასევე გამოყენებული წყაროს მოძებნა, დაკოპირება: შევდივართ სურათში, ვინახავთ, შემდეგ ვაკოპირებთ მისამართს და ვიწერთ სასურველ ფაილში.შევქმენით მოსწავლის ნაშრომი და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. დიდი მადლობა ქალბატონ მანანას.

Saturday, July 7, 2018

დღე  IV
 მეოთხე დღეს შვქმენით შეფასების გეგმა, რომელშიც ავსახეთ შფასების სტრატეგიები ვიცი- მინდა ვიცოდე- ვისწავლე სქემის გამოყენება , მოსწავლეთა თვითშეფასების მიზნით შევარჩიე მინიშნებები, ჯგუფებზე დაკვირვების მიზნით- რეფლექსიის ფორმები, მეტაკოგნიტური უნარების შეფასებისთვის-წინასწარ მომზადებული კითხვები. რაც მ ამოვიკითხეთ მოდული2, აქტივობაIII-ში.( ინტელის სასწავლო კურსი).ევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია, რაც ავტვირთეთ დრაივზე, შემდეგ გამოვაქვეყნეთ ბლოგზე,  უღრმესი მადლობა ამ ყველაფრისთვის ქალბატონ მანანას!!!

Thursday, July 5, 2018

დღე III:
 ტრენინგის მესამე დღეს გავაანალიზეთ პროექტის შესაბამისი სტანდარტის მისადაგება, ს მიზნები და შედეგები უნდა პასუხობდეს მაღალ სააზროვნო სტანდარტებს, მიზნები უნდა იყოს გაზომვადი, იწერება ინდიკატორების შესაბამისად. განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვაბის დასმის სტრატეგიები. ზოგადი კითხვა უნდა მოითხოვდეს განზოგადებულ პასუხს, თემატური- უნდა უკავშირდებოდეს პროექტის შინაარსს, შინაარსობრივი კი უფრო კონკრეტულ პასუხს უნდა მოითხოვდეს.მივიღთ დავალება-.

Tuesday, July 3, 2018

ტრენინგის მეორე დღეს შევიტყვე, თუ რა მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს ბუკლეტის დამზადებას პროექტისთვის, კერძოდ, მშობელი შეიტყობს, თუ რა მიზნით ხორციელდება პროექტი, რა ცოდნას და უნარ- ჩვევებს შეიძენს მოსწავლე და რა პროდუქტს შექმნის იგი , გავეცანით მისი დამზადების მეთოდებს. ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარის გაკეთება.  ჩავინიშნე საშინაო დავალება